სირიის კრიზისი

სირიის არმია მეამბოხეებს უტევს

სირიის სამთავრობო ჯარი დამასკში მეამბოხეთა პოზიციებს დიდი ძალებით, საჰაერო და სახმელეთო მძიმე სამხედრო ტექნიკის გამოყენებით უტევს. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარმა დამასკის ერთი რაიონი დაიკავა. ბრძოლები აჯანყებულებსა და ჯარს შორის მიმდინარეობს ქალაქ ალეპოშიც.

ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფების ცნობით, პარასკევს სირიის მასშტაბით 240 ადამიანი დაიღუპა - მათ შორის, 43 ჯარისკაცი.

უკნასკნელი 48 საათის მანძილზე დაღუპულთა რიცხვი 550-ს აღწევს - ეს მაჩვენებელი გასულ ორ დღეს ყველაზე სისხლიანად აქცევს აჯანყების 16 თვის მანძილის განმავლობაში.

გაეროს ლტოლვილთა საქმეების კომისარიატის ცნობით, სირია-ლიბიის საზღვარი უკვე 30 ათასამდე სირიელმა გადაკვეთა.

პარასკევს გარდაიცვალა ასადის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ჰიშამ იხტიარი - სასიკვდილო ჭრილობა მან ოთხშაბათს, თავდასხმის შედეგად მიიღო. ასადის ადგილსამყოფელი ცნობილი არაა.

შეგახსენებთ, რომ გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც სადამკვირვებლო მისიას სირიაში კიდევ 30 დღით დატოვებს.

 

კომენტარები