ჩინეთი

ახალ ჩინურ ლექსიკონს განსაზღვრება „გეის“ გამოტოვებისთვის აკრიტიკებენ

ჩინეთის ყველზე ავტორიტეტული ლექსიკონების ახალი გამოცემა უფლებადამცველებმა გააკრიტიკეს.

სიტყვა "tongzhi", რომლის პირველადი მნიშვნელობა არის „ამხანაგი“, ჩინეთში ფართოდ გამოიყენება, როგორც ჰომოსექსუალის აღმნიშვნელი და არც არაკორექტულად ითვლება. კრიტიკა ლექსიკონში ამ განსაზღვრების გამოტოვებამ გამოიწვია.

თანამედროვე ჩინური ლექსიკონის ახალი, მეექვსე გამოცემა 69 ათას სიტყვას, 13 ათას ჩინურ სიმბოლოს და სამი ათასზე მეტ ფრაზას მოიცავს. მასში შესულია სხვადასხვა ინტერნეტ-სლენგები და არც თუ ჩინური გამონათქვამებიც. მიუხედავად ამისა, "tongzhi" მათ შორის ვერ მოხვდა.

ლინგვისტმა იანგ ლანშენმა, რომელიც ლექსიკონზე მუშაობდა, ჩინურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა: „ჩვენ ვიცოდით სიტყვის ეს მნიშვნელობა, მაგრამ მისი ჩართვა არ შეგვეძლო. შეგიძლიათ, სურვილისამებრ გამოიყენოთ ის, მაგრამ ჩვენ მას არ ჩავსვამთ სტანდარტულ ლექსიკონში, რადგან არ გვსურს, ასეთ რამეებს ხელი შევუწყოთ, არ გვინდა, მათზე ყურადღება გავამახვილოთ“.

1997 წლამდე ჩინეთში ჰომოსექსუალობა არალეგალური იყო და მენტალურ დაავადებად მიიჩნეოდა. უფლებადამცველების თქმით, "tongzhi"-ის გამოტოვება იმის ნიშანია, რომ ჩინურ მორალს მას შემდეგ დიდი ძვრები არ განუცდია.

 

კომენტარები