ოკუპირებული ტერიტორიები

ცხინვალმა საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლა

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმოადგენლებმა ქართულ მხარეს საქართველოს სამი მოქალაქე გადასცეს.

Ekhokavkaza-ს ინფორმაციით, ცხინვალმა ის პირები გაათავისუფლა, რომლებიც ე.წ სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის იყვნენ დაკავებულნი. რესპუბლიკის მთავრობამ ქართულ მხარეს შოთა მახარაშვილი, გიორგი მაირამიძე და ოთარ ჯოვახი 20 ივლისს ერგნეთში დილით გადასცა.

გამოცემის ცნობით, ცხინვალმა საქართველოს მოქალაქეები სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიისა და რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის მიერ შეწყალების შესახებ გაცემული ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლა.

 

კომენტარები