აშშ-ში ეგვიპტის დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ომარ სულეიმანი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
BBC-ის ინფორმაციით, ჰოსნი მუბარაქის მთავრობის წარმომადგენელი კლივლენდის შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში სამედიცინო შემოწმების გავლისას მოულოდნელად გარდაიცვალა.
2011 წელს, მუბარაქის თანამდებობიდან გადაყენენებამდე ომარ სულეიმანი ცოტა ხნის განმავლობაში ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
ყოფილი მთავრობის წარმომადგენელი ეგვიპტეში მიმდინარე წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა. თუმცა მან მხარდამჭერთა სიებში არსებული დარღვევების გამო კანდიდატად დარეგისტრირება ვერ მოახერხა.





