აფეთქება

ბულგარეთში ტურისტული ავტობუსი აფეთქდა

BBC-ის ცნობით, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში ტურისტული ავტობუსი აფეთქდა. ავტობუსით ისრაელის მოქალაქეები მგზავრობდნენ. დაშავებულია რამდენიმე ათეული მგზავრი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.  
აფეთქების გამო დაკეტილია ქალაქ ბურგასის აეროპორტიც - იუწყება Reuters-ი.

მოგვიანებით, ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

ასევე BBC-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არსებობს თვითმხილველი, რომელიც ყვება, თუ როგორ ავიდა ავტობუსში საეჭვო გარეგნობის მამაკაცი, რასაც შემდეგ აფეთქება მოჰყვა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბულგარეთში მომხდარ ტერაქტში ირანულ კვალს ხედავს. Reuters-ის ცნობით, ნეთანიაჰუ დაიმუქრა, რომ ირანი ამისთვის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. 

კომენტარები