არჩევნები 2012

მერაბიშვილის საქმიანობას პატრიარქის შემდეგ ყველაზე დადებითი შეფასება აქვს

NDI-ის კვლევის მიხედვით, ვანო მერაბიშვილის საქმიანობას 49% დადებითად აფასებს, 26% საშუალოდ, ცუდად კი მხოლოდ 9%. აღსანიშნავია, რომ კვლევა მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობისას ჩატარდა. 

რეიტინგში პირველ ადგილზე პატრიარქის საქმიანობის შეფასებაა, მოსახლეობის 87% პატრიარქის საქმიანობას დადებითად აფასებს, უარყოფითად კი მხოლოდ 1%. 

გიგი უგულავას საქმიანობას დადებითად მოსახლეობის 40% აფასებს, უარყოფითად კი 11%. სააკაშვილს საქმიანობას დადებითი შეფასება მოსახლეობის 39%-მა მისცა, უარყოფითი კი 14%-მა.

ბიძინა ივანიშვილის საქმიაობას დადებითად 33% აფასებს, უარყოფითად 15%. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის 22%-ს ამ საკითხზე აზრი არ აქვს.

კვლევა 4-22 ივნისს, ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებამდე ჩატარდა და მის ფარგლებში 6,299 რესპოდენტი გამოიკითხა.

კომენტარები