წმინდა სინოდი

მეუფე იობმა წმინდა სინოდისგან გაფრთხილება მიიღო

მეუფე იობმა პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით წმინდა სინოდისგან გაფრთხილება მიიღო - ამის შესახებ ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სტეფანემ საინფორმაციო სააგენტო ტრიბუნას განუცხადა.

წმინდა სინოდმა გუშინ განაჩინა, რომ რომელიმე პოლიტიკურ აქციაში ღვთისმსახურთა მონაწილეობა მიუღებელია. მეუფე სტეფანე ამბობს, რომ განჩინება სინოდის წევრების ერთსულოვანი თანხმობის შედეგი იყო.

მისივე თქმით, სასულიერო პირს შეიძლება ქონდეს პირადი პოზიცია, მაგრამ ეკლესიამ ნეიტრალურობა უნდა შეინარჩუნოს: „სინოდის გადაწყვეტილება არის ყველასთვის მისაღები და ერთნაირად მნიშვნელოვანი, მათ შორის იმათთვისაც, ვინც გამოვიდა და ხელისუფლებას დაუჭირა მხარი, ან კიდევ გამოვდა და რომელიმე ოპოზიციურ ძალას დაუჭირა მხარი. რადიკალიზმი არ უნდა იყოს არც საზოგადოებაში და არც ეკლესიაში,“- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მთავარეპისკოპოსის თქმით, მეუფე იობს აქვს ცალკეული პოზიცია, მაგრამ ის სინოდის გადაწყვეტილებას დაემორჩილება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირა დღეს მეუფე იობმა ქართული ოცნების აქციაზე ამ პოლიტიკური მოძრაობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა.

 

კომენტარები