ვაუჩერი

ვანო მერაბიშვილი: ათასლარიან ვაუჩერებთან დაკავშირებით კრიტერიუმები იარსებებს

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლადწარდგენილმა კანდიდატმა ვანო მერაბიშვილმა ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ათასლარიან ვაუჩერებთან დაკავშირებით კრიტერიუმები იქნება შემოღებული. მისი თქმით, იარსებებს გარკვეული კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული თანხა გადანაწილდება.

ვანო მერაბიშვილის განცხადებით, კარგი იქნება ამ მხრივ სოლიდარობის გამოჩენაც, რომ სოციალურად ძლიერმა ოჯახებმა თანხა სოციალურად გაჭირვებულებს გადასცენ. მისი თქმით, თავად ათასლარიან ვაუჩერს სოციალურად დაუცველ ოჯახს გადასცემს.

ქრისტიან-დემოკრატებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აგრეთვე, აღნიშნა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტი საშუალოდ 37-38 მილიარდი ლარი იქნება.

 

კომენტარები