IRI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ანდრია კირბსმა ჯონ ბასთან ერთად არჩევნების თემასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ IRI-ის გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში 18 ივლისს ჩამოვლენ.
ანდრია კირბსის თქმით, მათ ინსტრუქტაჟი ჩაუტარდებათ და 21 ივლისს რეგიონებში გაემგზავრებიან. გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აჭარაში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში და კახეთში იმუშავებენ. მისი განცხადებით, გრძელვადიანი დამკვირვებლები მოსამზადებელ სამუშაოებს ჩაატარებენ და მომზადებული დახვდებიან იმ მოკლევადიან დამკვირვებლებს, რომლებიც საქართველოში არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვლენ. ისინი ყველა ჩამოთვლილ რეგიონებში იმუშავებენ. ასევე ორი ჯგუფი გორში გაემგზავრება.
აშშ-ის ელჩმა კიდევ ერთი პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატების მხარდაჭერას ითვალისწინებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქალი კანდიდატებისათვის ჩატარდება ტრენინგები.





