სოციალურად დაუცველები

სოციალურად დაუცველი ოჯახები ჯარიმებისა და საურავებისგან თავისუფლდებიან

დღეიდან პარლამენტში ახალი გადაწყვეტილება შევიდა ძალაში, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის დატაცებისთვის, ასევე უბილეთოდ მგზავრობისთვის დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისგან ათავისუფლებს.

ახალი გადაწყვეტილებით, აღნიშნული ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული ის პირები, რომელთა ოჯახების სოცალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 70 ათასი ქულის ტოლი, ან მასსზე ნაკლებია.

დაკისრებული ჯარიმებისგან თავისუფლდებიან ასაკით პენსიონერი (ქალი 60 წლიდან, მამაკაცი 65 წლიდან) ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების მშობლები. 

კომენტარები