პლანშეტური კომპიუტერი

Microsoft პლანშეტურ კომპიუტერს გამოუშვებს

Microsoft მზადაა iPad-ის საკუთარი ალტერნატივა გამოუშვას. ორშაბათს კომპანია ლოს-ანჯელესში პრეს-კონფერენციას მოაწყობს, რომელზეც, როგორც მისი წარმომადგენლები აცხადებენ, მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდება. დეტალები ცნობილი არ არის.

ბლოგები AllThingsD და The Wrap ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წერენ, რომ კონფერენციაზე კომპანია, სავარაუდოდ, საკუთარი დიზაინის პლანშეტურ კომპიუტერს წარადგენს, რომელიც Windows-ის ოპერაციული სისტემის ახალ ვერსიაზე მუშაობს. კომპანიის 37 წლიანი არსებობის ისტორიაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ის საკუთარი წარმოების კომპიუტერს გამოუშვებს.

Windows სისტემაზე მომუშავე პლანშეტური კომპიუტერების გაყიდვაში გამოშვება ამ წლის ნოემბერში იგეგმება. მათთან ერთად შეიძლება გამოუშვან ჰიბრიდული მოდელებიც, რომლების დოკ-სადგურთან შეერთებისას ნოუთბუქი მიიღება.

კომენტარები