თეატრალური პრემია “დურუჯი”

ნომინაციებით გამდიდრებული „დურუჯი“

„დურუჯი“ ლაურეატებს ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმში გადაეცემოდათ. წელს კი, დამოუკიდებელი თეატრალური პრემიის დაარსებიდან მეოთხე წელს, გამარჯვებულები 16 ივნისს, თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში გამოვლინდებიან.

მოკლე ნუსხა ჟიურიმ 19 თეატრის 30 დადგმიდან შეადგინა.

1. ნომინაციაზე „საუკეთესო სარეჟისორო ნამეშევრის ავტორი“ განიხილებიან:

• რობერტ სტურუა

„ნადირობის სეზონი“

თამაზ ჭილაძე

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

• ნიკა თავაძე

„სტრიპტიზი“

სლავომირ მროჟეკის პიესის მიხედვით

სამეფო უბნის თეატრი;

• გიორგი თავაძე

„გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი“

მატეი ვიშნეკი

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

 

2. ნომინაციაზე „საუკეთესო მსახიობი ქალი“ განიხილებიან:

• ია სუხიტაშვილი

„ნადირობის სეზონი“

თამაზ ჭილაძე

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

რეჟოსორი - რობერტ სტურუა

• ქეთა შათირიშვილი

„R+J ბედისწერა დაბნეულია რომეო და ჯულიეტა მესამე მეხსიერება“

უილიამ შექსპირი

მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

რეჟისორი - მიხეილ მარმარინოსი

• მაგდა ლებანიძე

„R+J ბედისწერა დაბნეულია რომეო და ჯულიეტა მესამე მეხსიერება“

უილიამ შექსპირი

მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

რეჟისორი - მიხეილ მარმარინოსი

• კატო კალატოზიშვილი

„R+J ბედისწერა დაბნეულია რომეო და ჯულიეტა მესამე მეხსიერება“

უილიამ შექსპირი

მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

რეჟისორი - მიხეილ მარმარინოსი

• მაია გელოვანი

„R+J ბედისწერა დაბნეულია რომეო და ჯულიეტა მესამე მეხსიერება“

უილიამ შექსპირი

მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

რეჟისორი - მიხეილ მარმარინოსი

 

3. ნომინაციაზე „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“ განიხილებიან:

• მარლენ ეგუტია

„კრეპის უკნასკნელი ფირი“

სამუელ ბეკეტის მიხედვით

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

რეჟისორი - ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი

• მამუკა მანჯგალაძე

„გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი“

მატეი ვიშნეკი

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

რეჟისორი - გიორგი თავაძე

• ტიტე კომახიძე

„გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი“

მატეი ვიშნეკი

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

რეჟისორი - გიორგი თავაძე

• გიორგი ნაკაშიძე

„R+J ბედისწერა დაბნეულია რომეო და ჯულიეტა მესამე მეხსიერება“

უილიამ შექსპირი

მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

რეჟისორი - მიხეილ მარმარინოსი

• პაატა ინაური

„R+J ბედისწერა დაბნეულია რომეო და ჯულიეტა მესამე მეხსიერება“

უილიამ შექსპირი

მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

რეჟისორი - მიხეილ მარმარინოსი

• დათა თავაძე

„სტრიპტიზი“

სლავომირ მროჟეკის პიესის მიხედვით

სამეფო უბნის თეატრი

რეჟისორი - ნიკა თავაძე

 

4. ნომინაციაზე „საუკეთესო ქართული თანამედროვე პიესის ავტორი“

• თამაზ ჭილაძე

„ნადირობის სეზონი“

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

რეჟისორი - რობერტ სტურუა

• ლაშა ბუაღაძე

„პანთეონი“

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი

რეჟისორი - გურანდა იაშვილი

სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი

რეჟისორი - დიმიტრი ხვთისიაშვილი

 

5. ნომინაციაძე „საუკეთესო მხატვარი“ განიხილებიან:

• თემურ ნინუა

„ნადირობის სეზონი“

თამაზ ჭილაძე

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

რეჟოსორი - რობერტ სტურუა

• ნინო კიტია

„ფსიქოზი 4:48“

სარა კეინი

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი

რეჟისორი - მაკა ნაცვლიშვილი

• გიორგი თავაძე

„გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი“

მატეი ვიშნეკი

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

რეჟისორი - გიორგი თავაძე

 

6. ნომინაციაზე „საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი“:

• ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი

„კრეპის უკნასკნელი ფირი“

სამუელ ბეკეტის მიხედვით

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

• მაკა ნაცვლიშვილი

„ფსიქოზი 4:48“

სარა კეინი

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი

• გაგა გოშაძე

„ბოლო გაჩერება“

ნიკოლას ბრაერის კინოსცენარის მიხედვით

ბათიმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

მოკლე ნუსხის მიხედვით, ერთდროულად რამდენიმე ნომინაციაში ერთმანეთს ყველაზე ხშირად კონკურენციას „ნადირობის სეზონის“, „R+J ბედისწერა დაბნეულია რომეო და ჯულიეტა მესამე მეხსიერების“, „გვესაჭიროება მოხუცი კლოუნის“, „სტრიპტიზის“, „კრეპის უკანასკნელი ფირის“, „ფსიქოზი 4:48“-ის შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლები უწევენ. ყველაზე მეტ ნომინაციაზე წარდგენილია სტურუას დადგმა, ხოლო ყველაზე მეტი მონაწილით ლიდერობს მიხეილ მარმარინოსის სპექტაკლი. ამასთან, გასათვალისწინებელია ერთი შენიშვნა: ბერძენი რეჟისორი „საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრის ავტორის“ ნომინაციაში „დურუჯის“ წესდების თანახმად შემუშავებული დადგენილების მიზეზით ვერ მოხვდა. აღნიშნული წესდება პრიზის სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის გადაცემას არ ითვალისწინებს.

წინა წლებისგან განსხვავებით, „საუკეთესო მხატვრის“ ნომინაციაში პრიზი პირველად გაიცემა.

ვნახოთ, ზემოთ ჩამოთვლილთაგან ვის მიანიჭებენ პრემიას, რომელიც 2009 წელს საქველმოქმედო ფონდ „ცისკრისა“ და კომპანია „რედიქსის“ ინიციატივითა და მხარდაჭერით დაფუძნდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები