პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი: გაჩნდა კლასი, რომელსაც ნგრევა უხარია

საქართველოში რადიკალების პირველი სამიზნეა შუშის ხიდი, პირველი დასანგრევი ობიექტი. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გურჯაანის იუსტიციის სახლის გახსნისას გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში ნგრევის მსურველებს შემდეგ ჯერზე სურთ პარლამენტის მოსპობა ქუთაისში, მათი მესამე სამიზნე კი იუსტიციის სახლებია.

პრეზიდენტის განცხადებით, ქუთაისში პარლამენტის დამხმარე შენობის ჩამონგრევა ბევრ პოლიტიკოსს და ჟურნალისტს გაუხარდა.

”ამასწინათ, პარლამენტის უკანა, დამხმარე შენობაში ჩამოიშალა ხარაჩო, სამწუხაროდ, ერთი მუშა დაგვეღუპა და ვიძიებთ, რა მოხდა ზუსტად, მაგრამ გამაოგნა იმან, რომ რაღაც ჯგუფები ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, ისეთი გახარებული იყო, რომ რაღაც ჩამოინგრა, ისეთი ენთუზიაზმით მოეკიდნენ ამ საქმეს, ისეთი ჟრიამული და ხორხოცი ატეხეს ამ ყველაფერზე, ნიშნისმოგებით. გულით უხარიათ. ეს ნგრევის მოციქულები საიდან გამოჩნდნენ. რამდენი წელია ვაშენებთ და უცებ, გაჩნდა კლასი, რომელსაც ნგრევა უნდა, უხარია, მოსწონს და ამას გამოხატავს, მაგრამ მათ იმედგასაცრუებლად ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტი გურჯაანში სტუდენტებსაც შეხვდა და მათ სტუდენტური ბარათები თავად გადასცა. ბარათების გაცემა იუსტიციის სახლებში დღეიდან დაიწყო. 

 

კომენტარები