უმცირესობები

ინგლისის ეკლესია ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციის წინააღმდეგია

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინიციატივა ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, უარყოფით გავლენას იქონიებს თავად ოჯახის ინსტიტუტზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჯანმრთელობისთვის. - ნათქვამია ინგლისის ეკლესიის ოფიციალურ განცხადებაში.

ეკლესიის წარმომადგენლები, რომლებმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დებატებში მიიღეს მონაწილეობა, აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული კანონპროექტი ერთსქესიანი ქორწინების შესახებ ზედაპირულია. მათი აზრით, მთავრობის გეგმები, რომელთა თანახმადაც, 2015 წლიდან ერთსქესიან წყვილებს ოჯახის შექმნის შესაძლებლობა მიეცემათ, ინგლისის ეკლესიის სტატუსს სახელმწიფოებრივად აქცევს.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განმარტავენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, რელიგიურ დაწესებულებებს არ დაეკისრებათ ვალდებულება, ერთსქესიანი წყვილები დააქორწინონ.

სექსუალური უმცირესობების უფლებათა დამცველი ორგანიზაციები სასულიერო პირებს „პანიკის გავრცელებაში“ სდებენ ბრალს.

უმცირესობების უფლებათა დამცველი მოძრაობის Stonewall – ის აქტივისტის, ბენ სამერსის განცხადებით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ერთსქესიან ადამიანებს შორის ურთიერთობა რაიმე სახის გავლენას ახდენს ჰეტეროსექსუალების ქორწინების ინსტიტუტზე.

 

კომენტარები