უმცირესობები

პასტორი სექსუალურ უმცირესობებზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკეს

ჩრდილოეთ კაროლინაში პროვიდენსის ბაპტისტური ეკლესიის პასტორის მიერ სექსუალური უმცირესობების შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ ქალაქის მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.

პასტორმა ჩარლზ უორლიმ ქადაგებისას განაცხადა, რომ მან აღმოაჩინა გზა, რომლის საშუალებითაც, ”შესაძლებელი გახდება არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებისაგან გათავისუფლება.”

”ამისათვის საჭიროა აღიმართოს უზარმაზარი ღობე, გარკვეულ ტერიტორიაზე მოთავსდეს ყველა ლესბოსელი და გეი და მათ საჭმელი მიეწოდოს ხოლმე. ღობესთან კი ელექტროობა უნდა გავიყვანოთ, რათა მათ ვერ შეძლონ გათავისუფლება. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი გადაშენდებიან.” - განაცხადა პასტორმა და დასძინა, რომ ”არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანები იმიტომ აღარ იარსებებენ, რომ ისინი გამრავლებას ვერ შეძლებენ.”

ქადაგებისას უორლიმ ისიც აღნიშნა, რომ იგი საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამს არ დაუჭერს მხარს, რადგან ”აშშ-ს პირველი პირი ჰომოსექსუალობის მომხრეა.”

გავრცელებული ცნობით, მოძრაობა The Catawba Valley Citizens Against Hate პროვიდენსის ეკლესიასთან სექსუალური უმცირესობების უფლებების დასაცავად საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს.

ეკლესიის საიტზე კი შემდეგი შინაარსის განცხადება განთავსდა: ”ჩვენ არ ვაპირებთ ბოდიშის მოხდას იმისათვის, რომ გვწამს, მეფე იაკობის ბიბლია უფლის სიტყვაა.”

 

კომენტარები