დიდი ბრიტანეთი

ელისაბედ მეორეს ბრილიანტის იუბილესთან დაკავშირებით ლონდონში კონცერტი გაიმართა

ლონდონის ცენტრში ბუკინგემის სასახლის მოედანზე ელისაბედ მეორეს ბრილიანტის იუბილესთან დაკავშირებით გრანდიოზული კონცერტი გაიმართა. გაერთიანებული სამეფოს დედოფალი წელს ტახტზე ასვლიდან 60 წლის თავს ზეიმობს.

საღამოს თავად ელისაბედ მეორეც ესწრებოდა. მას თან თავისი მემკვიდრე, პრინცი ჩარლზი ახლდა. დედოფლის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი კონცერტზე არ იმყოფებოდა, რადგან იგი ცოტა ხნით ადრე კუჭის მწვავე ინფექციით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კონცერტი ინგლისელმა მომღერალმა რობი უილიამსმა გახსნა. დიდი ბრიტანეთის მმართველის საპატივცემულოდ იმღერეს აგრეთვე, ელტონ ჯონმა, სტივ უანდერმა, პოლ მაკარტნიმ, ტომ ჯონსმა.

საღამოს ბოლოს სცენაზე დედოფალი ელისაბედი ოჯახის წევრების თანხლებით ავიდა. პრინცი ჩარლზი საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა. მან კონცერტის მონაწილეებს და ხალხს დედის სახელით მადლობა გადაუხადა და ჰერცოგ ფილიპს გამოჯანმრთელება უსურვა.

მოგვიანებით ელისაბედ მეორემ უკანასკნელი ჩირაღდნის ანთებაში მონაწილეობა მიიღო. კონცერტამდე დედოფლის ბრილიანტის იუბილესთან დაკავშირებით მთელი ბრიტანეთის მასშტაბით ათასობით ჩირაღდანი აინთო.

გაერთიანებული სამეფოს მმართველის საპატივცემულოდ გამართულ ღონისძიებას ლონდონის მასშტაბით დამონტაჟებულ სპეციალურ ეკრნებზე ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალყურს.

 

კომენტარები