ავიაკატასტროფა

ნიგერიაში ავიაკატასტროფას 150–ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

სამგზავრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 150–ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, ნიგერიის ქალაქ ლაგოსში, დასახლებულ პუნქტში ავიაკატასტროფა განიცადა.

BBC – ის ინფორმაციით, დაიღუპა ავიალაინერის ყველა მგზავრი, მათ შორის ნიგერიის სამხედრო ძალების სამი გენერალი, ჩინეთის მოქალაქეები, დაღუპულთა შორის არიან ევროპული და აზიური წარმოშობის პიროვნებებიც.

გამოცემის ცნობით, გარდა ბორტზე მყოფი ადამიანებისა, თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა მიწაზეც. ავიაკომპანია Dana Air – ის ლაინერი ფრენას ნიგერიის დედაქალაქ აბუჯადან ქვეყნის ყველაზე მრავალრიცხოვან ქალაქ ლაგოსში ახორციელებდა.

თვითმფრინავი ლაგოსის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა. ჯერჯერობით უცნობია კატასტროფის მიზეზი.

მომხდართან დაკავშირებით ნიგერიის პრეზიდენტმა გუდლაქ ჯონათანმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

 

კომენტარები