თბილისი

თბილისში სამრეწველო აღლუმი გაიმართა

საქართველო დამოუკიდებლობის 94-ე წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე,  ე.წ სამრეწველო აღლუმი გაიმართა. გამოფენა-გაყიდვაზე პროდუქცია 270-მდე ქართულმა კომპანიამ წარმოადგინა.
სასტუმრო რადისონთან საქართველოში დამზადებული სამხედრო ტექნიკა იყო წარმოდგენილი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ დელტაშია წარმოებული.
სამრეწველო აღლუმზე გამოფენილი პროდუქცია საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამაც  დაათვალიერეს.

დღევანდელი თარიღის აღსანიშნავად ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ახალ შენობაში საკანონმდებლო ორგანოს საზეიმო სხდომაც გაიხსნა. პარლამენტის წინ კი სამხედრო აღლუმი გაიმართა.

კომენტარები