რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ”ედინაია რასიაში” გაწევრიანდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს პარტიის სხდომაზე იქნა მიღებული.
მმართველ პარტიაში შესვლის თაობაზე პრემიერმა გუშინ შეიტანა განაცხადი. ამის შესახებ გენერალური საბჭოს მდივანმა და ვიცე-სპიკერმა სერგეი ნევეროვმა გააკეთა განცხადება.
ნევეროვმა ისიც დაადასტურა, რომ ”ედინაია რასიას” სხდომაზე, რომელიც 26 მაისს არის დაგეგმილი, პრემიერის კანდიდატურას პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარადგენენ.
აპრილის ბოლოს რუსეთის არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვებისას აღნიშნულ თანამდებობაზე მედვედევის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.





