ლგბტ საქართველოში

ლგბტ აქცია პარლამენტის წინ

პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა ლგბტ ადამიანების უფლებების დარღვევა და ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე მომხდარი ძალადობის ფაქტი გააპროტესტეს. 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორგანიზაცია ”იდენტობა” მსვლელობის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის საძმომ მსვლელობის მონაწილეებს ამის საშუალება არ მისცა. დღევანდელ აქციაზე გაერთიანებული სამეფოს, ჰოლანდიის და საფრანგეთის ელჩებიც მივიდნენ. აქციის მსვლელობისას ქაშუეთის ეკლესიასთან მმკ წევრთა გარკვეული ნაწილი იყო შეგროვილი. ეკლესიასთანვე იყო მობილიზებული პატრული. აქციის მიმდინარეობისას მონაწილეებს შეერია რამდენიმე ადამიანი, რომელთაც ჩხუბის დაწყება სცადეს. პატრულმა ისინი დააკავა და ქაშუეთის ეკლესიისკენ წაიყვანა, თუმცა ეკლესიიდან გამოსულმა მღვდელმა დაკავებულები გაათავისუფლა და ეკლესიაში შეიყვანა.

კომენტარები