საფრანგეთი

სარკოზი შესაძლოა კონსტიტუციური საბჭოს წევრი გახდეს

საფრანგეთის მოქმედი პირველი პირი ნიკოლა სარკოზი პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ, სავარაუდოდ, ქვეყნის კონსტიტუციური საბჭოს წევრი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სარკოზი მომავალში ერთმანეთს ორ სამუშაოს შეუთავსებს - გარდა საბჭოს წევრობისა, იგი თავის საადვოკატო საქმიანობასაც განაახლებს.

ელისეის სასახლეში გუშინ გამართულ შეხვედრაზე სარკოზიმ თავისი მთავრობის წამომადგენლებს მადლობა გადაუხადა იმ სამუშაო გარემოს შექმნისათვის, რომელშიც იგი ოთხი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. ”მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, საფრანგეთის სამსახურში ვყოფილიყავი. იმედი მაქვს, რომ ახალი პრეზიდენტის მეთაურობით თქვენი საქმიანობა ასეთივე წარმატებული იქნება.” - აღნიშნა სარკოზიმ.

 

კომენტარები