მთავრობის ინიციატივა

თავისუფალი ტურისტული ზონის ახალი შეღავათები

თავისუფალი ტურისტული ზონის შესახებ კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. მთავრობის ინიციატივის მიხედვით, ინვესტორებს, რომლებიც საქართველოში მიწას ფლობენ, შეუძლიათ ტურისტული ზონის სტატუსი მოითხოვონ.
სტატუსს იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ თავიანთ კუთვნილ მიწაზე ააშენებენ სასტუმროს, ინვესტიციის სახით სულ მცირე 1 მილიონ აშშ დოლარს დააბანდებენ და 10%-იან გარანტიას წარადგენენ.
თუ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მაშინ ინიციატივის მიხედვით, ინვესტორები 15-წლიანი საგადასახადო შეღვათებით ისარგებლებენ: 15 წლის მანძილზე მათ არ მოუწევთ მოგების და ქონების გადასახადების, ასევე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდა.
ინიციატივა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სპეციალური კომისიის შექმნასაც ითვალისწინებს. კომისია ინვესტორისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობაზეც იმსჯელებს.
კანონპროექტს ამჟამად პარლამენტი განიხილავს.

კომენტარები