მხატვრობა

როი ლიხტენშტეინის ახალი რეკორდი

ცნობილი მხატვრის, პოპ-არტის წარმომადგენლის როი ლიხტენშტეინის „მძინარე გოგონა“ Sotheby’s აუქციონზე 44,9 მილიონ დოლარად გაიყიდა. ნახატი 40 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. ის გასაყიდად ლიხტენშტეინის მემკვიდრეებმა, ფილიპ და ბეატრის გერშმა გამოიტანეს.  

აღნიშნული ნახატი მხატვრისთვის ჩვეულ, კომიქსის სტილშია შესრულებული. ის ლიხტენშტეინმა 1964 წელს შექმნა. „მძინარე გოგონა“ დღეისთვის ლიხტენშტეინის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარია. გასულ წელს „მე ვხედავ ოთახს, მაგრამ იქ არავინაა“ კრისტის აუქციონზე 43.2 მილიონ დოლარად გაიყიდა.

Sotheby’s წარმომადგენლები ამ მოვლენით აღტაცებულები არიან და აცხადებენ, რომ წელს ხელოვნების ნიმუშებზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. გასულ კვირას ედუარდ მუნკის „ყვირილი“ 120 მილიონ დოლარად გაიყიდა,  ენდი უორჰოლის „ორმაგი ელვისი“ კი 37 მილიონად. 

კომენტარები