ინიციატივა

ედპ: დიასახლისმა საჯარო მოხელის სტატუსი უნდა მიიღოს

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია დიასახლისის სოციალური სტატუსის შემოღების ინიციატივით გამოდის. დღეს გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩახვაძემ აღნიშნული ინიციატივა წარადგინა.

ჩახვაძის განმარტებით, ქალბატონები, რომელთაც აქვთ ოჯახები და ყავთ ერთი ან მეტი შვილი, არ არიან დასაქმებულები არც სახელმწიფო და არც კერძო სექტორში, მათი სურვილის შემთხვევაში მიიღებენ „დიასახლისის სოციალურ სტატუსს“. ამ სტატუსის მქონე ქალები გაუთანაბრდებიან საჯარო მოხელეებს, მიიღებენ ყოველთვიურ ფულად ანაზღაურებას, რომლის ოდენობა დამოკიდებული იქნება შვილების რაოდენობაზე. ისინი აგრეთვე, ისარგებლებენ უფასო სამედიცინო დაზღვევით. საპენსიო ასაკის დადგომისას კი მიიღებენ არა მინიმალურ, არამედ შრომით პენსიას 120 ლარის ოდენობით.

ჩახვაძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის რეალიზება უზრუნველყოფს ოჯახების მატერიალური მდგომარეობის და სიმტკიცის გაუმჯობესებას, აგრეთვე, ქვეყანაში დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებას.

 

კომენტარები