კანონპროექტი

ახალი კანონპროექტი ქალ პატიმრებს დამატებით უფლებებს ანიჭებს

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმდჯომარემ, ლაშა თორდიამ საკანონმდებლო ორგანოში, ,,პატიმრების შესახებ’’ კანონში ცვლილების პროექტი შეიტანა.

კანონპროექტი პატიმარი ქალებისთვის დამატებითი უფლებების მინიჭებას ითვალისწინებს.

ინიციატივის ავტორი ლაშა თორდია აცხადებს, რომ პატიმარი ქალებისთვის შემოვა პაემნის ახალი სახე-საოჯახო პაემანი. მისი განმარტებით ქალ პატიმრებს ოჯახის წევრებთან შეხვედრა გამყოფი შუშის გარეშე შეეძლებათ.

ამას გარდა, ცვლილება პატიმარი ქალბატონებისთვის სატელეფონო საუბრების შეზღუდვების მოხსნას ითვალისწინებს. 

კომენტარები