IRI

IRI-მ საქართველოში პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კვლევა ჩაატარა

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კვლევა ჩაატარა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მიხეილ მაჭავარიანის ცნობით, კვლევის შედეგებს მისი პარტია დღეს 21:00 საათზე გაეცნობა. მისი თქმით ნაციონალური მოძრაობა მზად არის კვლევის შედეგები საჯარო გახადოს, თუმცა ეჭვობს, რომ ეს შედეგები ბევრისთის მიუღებელი იქნება.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის გავრცელებული ინფორმაციით, ქდმ კვლევის შედეგების მიხედვით პირველ სამეულშია. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის ცნობით კვლევის შედეგები IRI-სგან მათ გუშინ გადაეგზავნათ.

IRI -მ საქართველოში პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ს დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგები გამოქვეყნდა.

 

კომენტარები