ელენე ხოშტარიას საქმე

ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ჩემი მხარდაჭერისთვის და მოგაწოდოთ ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

1. უკვე დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა და კლინიკაში გადმოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს.

2. მიმდინარეობს ინტენსიური და მაღალკვალიფიციური კვლევები, რომელთა შედეგადაც საბოლოოდ განისაზღვრება მკურნალობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თანამშრომლობა როგორც პენიტენციურ სამსახურთან, ასევე ვივამედთან არის კონსტრუქციული. ამ ეტაპზე მაქვს ყველანაირი ხელშეწყობა.

3. რა წამს ექიმები დამრთავენ ნებას, რა თქმა უნდა, დავბრუნდები ჩემს "მშობლიურ" რუსთავის ციხეში. და გარეთ გამოვალ ყველა სხვა პოლიტპატიმართან ერთად.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მფარველ ექიმებს: მაკა იოსელიანს და ანი ქავთარაძეს.
აგრეთვე, თოდუას კლინიკას თბილი და კვალიფიციური მიღებისთვის.

ნათქვამია პარტია დროას თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

კომენტარები