IRI

IRI: მოსახლეობის 59%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 59% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

გამოკითხულთა 30%-ს კი მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 11%-მა კი არ იცის ან კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

კომენტარები