რელიგია

კრემლში პუტინის ინაუგურაციას კირილი დალოცავს

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი პუტინის ინაუგურაციის დღეს კრემლში ლოცვას აღავლენს. კრემლის კედლებში არსებულ ტაძარში, რიტუალი ოფიციალური ცერემონიის დასრულებისთანავე აღსრულდება.

პატრიარქის პრეს-სამსახური აცხადებს, რომ კირილი: ”გამოითხოვს ღვთიურ კურთხევას პრეზიდენტის მსახურებისთვის, მამულისა და ხალხის წინაშე”. ლოცვა მისივე განმარტებით აღსრულდება ”მრავალწლიანი ტრადიციის თანახმად, რომელსაც სათავე დაუდო ჯერ კიდევ წინა პატრიარქმა, ალექსი მეორემ.”

ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს შედგება. მისთვის ეს მესამე ინაუგურაცია იქნება. პატრიარქი კირილი არჩეული პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული.  

კომენტარები