პარლამენტი

სამთავრობო საათზე დეპუტატების წინაშე პირველი განათლების და მეცნიერების მინისტრი წარსდგა

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სამთავრობო საათზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისთის’’ წევრების მიერ დასმული შეკითხვების უმრავლესობა არაკვალიფიციურად მიიჩნია და ისინი უპასუხოდ დატოვა.  

ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისთის’’ წევრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს დიმიტრი შაშკინის მიერ მათი შეკითხვების იგნორირების გამო და  იმავე შეკითხვებით  მინისტრს ხელმეორედ მიმართეს.

მინისტრის თქმით კი  ფრაქციის წევრების მიერ მისთვის გაგზავნილი შეკითხვების უმრავლესობა ,,საბჭოურ იდეოლოგიას’’ ეფუძნებოდა. ,, ერთის მხრივ, არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან დაბალი კვალიფიკაციის შეკითხვები იყო’’ -აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.

ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისთის’’ წევრების შეკითხვები ეხებოდა განათლების დაფინანსების წილის ზრდას მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსშეჩერებულ ახალგაზრდებს, 2012 წლის 14 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტს და ა.შ.

კომენტარები