პრეზიდენტი

სტუდენტებს სპეციალური სტუდენტური ბარათები გადაეცემათ

მიხეილ სააკაშვილი აგრარულ უნივერსიტეტში სტუმრობისას სპეციალური სტუდენტური ბარათის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. ამ ინიციატივის თანახმად სტუდენტური ბარათები სტუდენტებს  2012 წლის 20 მაისიდან  დაურიგდებათ და მისი მფლობელები მგზავრობისას და სავაჭრო ობიექტებში გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ.

”ინიციატივა უახლოეს 1 თვეში დავამუშაოთ და ზაფხულისთვის, მაგალითად, თუ სტუდენტები ბათუმში ან ანაკლიაში მატარებლით წავლენ, მგზავრობის ღირებულების ნახევარს გადაიხდიან", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. აგრარულ უნივერსიტეტში მან თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიები დაათავლიერა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში აგრარული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, უნივერსიტეტის ყველა აუდიტორიასა და ლაბორატორიას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია (რაზეც 4 მლნ დოლარი დაიხარჯა), განახლდა სასწავლო ინვენტარი, ყველა აუდიტორიასა და ლაბორატორიაში დამონტაჟდა პროექტორები, ამოქმედდა თანამედროვე საგამოცდო ცენტრიც, მოეწყო უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკა.

 

კომენტარები