ავღანეთი

ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე , სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე დაიღუპა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 1976 წელს დაბადებული სერჟანტი ხუჯაძე 31 ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ის პატრულირების დროს, მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ვალერიან ხუჯაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლიდან მსახურობდა. ის მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაშიც, მიღებული აქვს მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სერჟანტ ვალერიან ხუჯაძის გარდაცვალების გამო.

 

კომენტარები