ხვალ, კვირაცხოვლობას, სამების საკათედრო ტაძარში კათალიკოსი ილია ჩვილთა ოცდამეორე ნათლობას დაიწყებს. როგორც ცნობილი გახდა, პატრიარქმა 850 ჩვილი, ნაწილ-ნაწილ, ხვალ და მომავალ კვირას უნდა მონათლოს. ილია მეორეს უკვე 11 ათასამდე ნათლული ჰყავს. ისინი ოჯახის მესამე და მეოთხე შვილები არიან.
ოჯახში დაბადებულ ყოველ მეოთხე შვილს, რომელსაც პატრიარქი ნათლავს, მისივე ინიციატივით, ”სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილისა და საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მცველის” წოდება ეძლევა.
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ილია მეორე ბავშვებს 2008 წლიდან ნათლავს.




