ისრაელი

ახალი თაობის სამგზავრო ავტობუსი ისრაელში

ისრაელის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამინისტრომ და კომპანია Metropoline - მ საზოგადოებას ახალი თაობის ავტობუსი წარუდგინეს.

„ვოლვოს“ ფირმის ახალი სატრანსპორტო საშუალება მგზავრებს სრული კომფორტით უზრუნველყოფს. მოსახერხებელი სავარძლებით დაკომპლექტებული ავტობუსი მომხმარებლებს მგზავრობისას საშუალებას აძლევს, მოუსმინონ მუსიკალურ რადიოსადგურებს, ისარგებლონ უფასო უსადენო ინტერნეტითა და კომპიუტერით, ლიტერატურის ფართო არჩევანით,  ენერგიით უზრუნველყონ  თავიანთი მობილური ტელეფონები და ისარგებლონ  ჰაერის გამწმენდი სისტემითაც.

ეს ავტობუსები სწრაფ მარშრუტებს განახორციელებენ ქალაქ ხოდ-ხა-შარონიდან თელ-ავივის მიმართულებით. მგზავრობის ფასი კი  ახალი თაობის სატრანსპორტო საშუალებებზე არ გაიზრდება.

Metropoline - ის წარმომადგენლების თქმით, ერთადერთი რამ, რაც ახალი ტიპის ავტობუსებს აკლია, ეს დუტი-ფრის მაღაზიათა ქსელის განყოფილებაა.

 

 

კომენტარები