იუსტიციის სამინისტრო

საზოგადობისთვის სასარგებლო შრომა პატიმრობის ნაცვლად

მთავარი პროკურატურის ინიციატივით, საპატიმრო სასჯელის სანაცვლოდ შვიდ მსჯავრდებულს მთაწმინდის ტურისტული ბილიკს დასუფთავება დაეკისრა. ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების, ქურდობის, სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევისა და სხვა ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულები მთაწმინდისაკენ მიმავალ ბილიკს კვირაში ორჯერ დაასუფთავებენ და მეთვალყურეობას გაუწევენ მითითებულ ტერიტორიაზე არსებულ ინვენტარს. მსჯავრდებულებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა სხვადასხვა ხანგრძლივობით, 60-იდან 120 საათამდე მოუწევთ.

პროექტს „საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა" იუსტიციის სამინიტრო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. ის ორიენტირებულია კანონდამრღვევებზე, რომელთაც არ ჩაუდენიათ მძიმე დანაშაული და საზოგადოებისთვის პოტენციურ საფრთხეს არ წარმოადგენენ.

 

კომენტარები