პოლიციამ პანკ-ჯგუფ “Pussy Riot” - ის იმ მხარდამჭერებიც დააკავა, რომლებმაც ტაგანის რაიონის სასამართლოსთან ჯგუფის მხარდასაჭერად აქცია გამართეს. BBC - ის ინფორმაციით, ამ დროისათვის მინიმუმ ხუთი ადამიანია დაკავებული, მათ შორის, ორი აქტივისტი, რომლებიც სასამართლოსთან პლაკატებით იყვნენ მისულნი და კიდევ სამი პიროვნება, რომლებიც პრესას ინტერვიუს აძლევდნენ.
დღეს სასამართლოში პანკ-ჯგუფის წევრების საქმე განიხილება. მათ ბრალი ედებათ ხულიგნობასა და რელიგიური შეუწყნარებლობის გაღვივებაში, რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატები ცდილობენ ნადეჟდა ტოლოკინიკოვას, მარია ალიხანასა და ეკატერინე სამუცევიჩის თავდებით გათავისუფლებას მიაღწიონ.
შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს ხუთი გოგონასაგან შემდგარი ჯგუფი მოულოდნელად შეიჭრა მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში და შეასრულა პანკ-ლოცვა - ”ღვთისმშობელო გააგდე პუტინი.”




