
პენაბილი, სადაც 25 წლის წინ ტონინო გუერა დასახლდა, ცენტრალური იტალიის ერთი მიყრუებული, პატარა სოფელია, რომელიც ეტრუსკული ქალაქების უმეტესობის მსგავსად მაღლობზე, კლდეზეა გაშენებული და მთებს, ხეობებს გადაჰყურებს. სწორედ ამ ადგილას დამკვიდრდა რომიდან დაბრუნებული დიდი სცენარისტი და დედაქალაქის ელიტურ წრეებს, სოფლის გლეხკაცობაში გარევა არჩია. მეგობრების საყვედურების მიუხედავად, გუერას ჯიუტად არ მოუცვლია ფეხი იქიდან – „როგორ შეიძლება ცხოვრობდე ზღაპარში და ამან დაგღალოს”, – ასე ხსნიდა ქმრის ახირებას ტონინოს მეუღლე, ლორა.
2010 წელს, გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საგამომცემლო სახლმა Bompiani-მ ტონინო გუერას მთელ შემოქმედებას ერთად მოუყარა თავი და გამოსცა კრებული „კამასუტრას ხეობა – სიზმრები, ნიშნები და პოეტის მიერ შერჩეული სხვა ნაწარმოებები”. მასში შესულია გუერას პოეტური, პროზაული ნაწარმოებები, მეგობრების – დიდი რეჟისორების, მწერლებისა თუ მუსიკოსების წერილები. წიგნის ფურცლებზე ერთმანეთს ენაცვლებიან ნამდვილი და გამოგონილი პერსონაჟები: შეყვარებული ჩინელი 
წიგნი თავად ავტორის მიერაა დასურათებული. ნახატებიდან ყველაზე დიდი ინტერესი თორმეტმა ეროტიკულმა ილუსტრაციამ გამოიწვია, რომელთა საფუძველზეც ავტორმა გამოცემას სათაურად „კამასუტრას ხეობა” შეურჩია.
ილუსტრაციებს ავტორის წინასიტყვაობა უძღვის, რომელიც ნახატების შექმნის ამბავს გვიყვება: „ბოლო ომის დროს, ცეცხლის გასაღვივებელი საწვავი არ იშოვებოდა და ხალხი ავეჯის ჩათვლით ყველაფერს წვავდა. ბერების სასახლეში, ძველ მონასტერში, რომელიც ტოსკანურ აპენინებში მთვარის მთებშია ჩამალული, ოჯახები ცეცხლის დასანთებად წყლითა და წებოთი ქაღალდის ბურთებს ამზადებდნენ, საამისოდ კი ბიბლიოთეკიდან მოპარულ ძველ ნაწერებსაც იყენებდნენ. ერთმა არეცოელმა ანტიკვარიატის 
თვალისმომჭრელ ნახატებს ავტორმა არანაკლებ საინტერესო თორმეტი სათაური შეურჩია: „გასროლა”, „ოინი სავარძელში”, „ინტიმი ბუკის თანხლებით”, „მცოცავის მოზიდვა”, „ლიმონის გაწურვა”, „მძინარე აკომპანემენტი”, „მოჩვენებითი ძალადობა”, „ვერცხლის კოვზი”, „კვანძი”, „უყურადღებო შესვენება”, „სულმოკლეობა” და „ჩურჩული”. ეს თამამი და ამავდროულად სახალისო, ეროტიზმით გაჯერებული ილუსტრაციები აღმოსავლური ფერებითა და ესთეტიკითაა შესრულებული. მოქმედ გმირებში კი, არცთუ სრულყოფილი პროპორციების ქალსა და ულვაშებიან მამაკაცშიც, ადვილად შეიცნობიან თავად ავტორი და მისი მეუღლე. 90 წლის 
„კამასუტრა არის ერთი ძველი რჩევა, რომელიც აღმოსავლეთიდან მოდის. ის ხშირად თავაწყვეტილი ცეკვაა, რომლის შესრულებაც მოგვიწია, ან ადრე თუ გვიან ყველას მოგვიწევს. ეს გახარჯული პასტელებიც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ჩვენი ლაღი ქმედებებისას, არ შეგვრცხვეს საკუთარი სხეულის რხევის. სხეულის, რომლის ზოგიერთ ნაწილს ხშირად სასაცილო ელფერი დაჰკრავს”.
გუერა 2012 წლის მარტში, 92 წლის გარდაიცვალა. მწერლის პანაშვიდებს მისი გამოგონილი ამბების უბრალოება და ზღაპრის ელფერი დაჰკრავდა: ადრეულ გაზაფხულზე აყვავებული ხეების ფონზე, ტონინო გუერა ბოლო გზაზე უჩვეულო სიმშვიდით გააცილეს თანამემამულეებმა და ბიზანტიელი დედოფალივით გრძელ და თვალისმომჭრელად ჭრელ ლაბადაში გამოწყობილმა ლორამ.
„ერთხელ ფედერიკო ფელინის ჩემი შიში გავანდე, რომელიც გარდაცვალებას უკავშირდებოდა. ის ჩაფიქრდა და მიპასუხა: რა იცი, ტონინო, იქნებ სიკვდილი კიდევ უფრო დიდი მოგზაურობა აღმოჩნდეს”. ანდერძის მიხედვით, მწერლის ცხედარს კრემაცია ჩაუტარეს და მშობლიური სოფლის ფერდობებიდან ნიავს გაატანეს რომანიის ხეობებში სამოგზაუროდ.





