განათლების სამინისტრო

ქართველი მასწავლებლების წარმატება ევროპის ფორუმზე

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ევროპის ფორუმზე ქართველი მონაწილეების ნაშრომმა მესამე ადგილი აიღო. ფორუმი პორტუგალიაში გაიმართა და მასზე ევროპის მასშტაბით 82 პროექტი იყო წარმოდგენილი. საქართველო საუკეთესო ოთხეულში მოხვდა: მთავარი პრიზი -ირლანდიას ერგო, პირველი ადგილი ჰოლანდიას, მეორე- შვედეთს, მესამე ადგილი კი საქართველოს.

ქართველი მასწავლებლების: ელენე ბეთლემაშვილისა და თეა საძაგლიშვილის პროექტმა ,,ვიდეო წერილი ლილის’’გაიმარჯვა ნომინაციაში -ყველაზე ინოვაციური პროექტები განათლებაში.

საუკეთესო ოთხეულში მოხვედრილი კონკურსანტები ოქტომბერში ათენში, მსოფლიო ფორუმზე გაემგზავრებიან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა, გამარჯვებული ქართველი მასწავლებლები ელექტრონული წიგნებით დააჯილდოვეს.

კონკურსი ,,ევროპის ფორუმი-პარტნიორები განათლებაში 2012’’ კომპანია ,,მაიკროსოფტისა’’ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. პროექტის მიზანია ინოვაციური სწავლების დანერგვის გზით განათლების ხარისხის გაუმჯობესება.

 

კომენტარები