ოკუპირებული აფხაზეთი

აფხაზეთში ითხოვენ სავალდებულო გახდეს უსაფრთხოების ღვედებით სარგებლობა

აფხაზეთში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, რასაც ადამიანები ეწირებიან, მსჯელობენ იმაზე თუ როგორ აიძულონ მძღოლები დაიცვან საგზაო წესები და აიცილონ უბედური შემთხვევები. აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები დე ფაქტო პარლამენტს სთავაზობენ საკუთარ წინადადებებს პრობლემის შემსუბუქებისთვის.

სააგენტო „აფსნიპრესმა“ გამოაქვეყნა აფხაზი ამომრჩევლების სახელით დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილი მიმართვა, რომელსაც ხელს აწერს ბესლან კობახია. მიმართვა შეიცავს კონკრეტულ წინადადებებს და  დე ფაქტო პარლამენტს სთავაზობს -  დაწესდეს აკრძალვა აფხაზეთის გზებზე ავტომობილით გადააგილებისას, უსაფრთხობეის ღვედების გამოუყენებლობაზე.  გაიზარდოს ჯარიმები ავტოსაგზაო წესების დარღვევის შემთხვევებზე, სკოლებში დაინერგოს სპეციალური საგანი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ადრეული ასაკიდანვე მიეჩვევიან საგზაო წესების დაცვას.

კომენტარები