ძალოსნობა

ძალოსნობა: ოქრო და ბრინჯაო

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში, ევროპის ჩემპიონატზე ოქროს და ბრინჯაოს მედლები მიითვალა.

85კგ–მდე წონით კატეგორიაში კონტინენტის უძლიერესი ძალოსნის ტიტული რამაზ ცირეკიძემ მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ატაცსა და აკვრაში ექვსივე ცდა გამოიყენა: პირველ მოძრაობაში თანმიმდევრულად დაძლია 160, 163 და 165 კგ, აკვრაში კი ზედიზედ გაუმკლავდა 193, 196 და 200 კგ–ს. მეორე ადგილზე თურქი ძალოსანი ფათიჰ ბაიდარი გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი რუმინელ გაბრიელ სინკრაინს ერგო.

მძიმე წონით კატეგორიაში ირაკლი თურმანიძემ ატაცში 195 კგ დაძლია და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა. აკვრაში ის 228 კგ–იან შტანგას გაუმკლავდა, თუმცა საერთო ჩათვლაში ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა: ქართველ ძალოსანს რუსმა რუსლან ალბეგოვმა და გერმანელმა მატიას შტეინერმა აჯობეს. საბოლოოდ, ცირეკიძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

კომენტარები