სასიკვდილო განაჩენი

იაპონელ ქალს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

37 წლის იაპონელ ქალს, კანაე კიჯიმას, რომელმაც სამი საყვარელი მოკლა 2009 წელს, იაპონიის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ მან სამივე მკვლელობა ფინანსური მოტივით ჩაიდინა. კიჯიმა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

პროკურორები აცხადებდნენ, რომ ის მამაკაცებს იმისთვის კლავდა, რომ მათთვის ვალი არ დაებრუნებინა. დაცვის მხარე კი ამტკიცებდა, რომ მამაკაცებმა ან თავი მოიკლეს იმის გამო, რომ კაჯიმა მათ დაშორდა, ან შემთხვევით დაიღუპნენ. ორი მათგანი სახლში იპოვეს გარდაცვლილი, მესამე კი - დაქირავებულ მანქანაში. მოკლულები 41, 53 და 80 წლისანი იყვნენ.  კიჯიმამ, რომელსაც ”შავ ქვრივს” უწოდებენ, ისინი ინტერნეტის მეშვეობით გაიცნო, დასაძინებელი აბები მისცა და შემდეგ მოწამლა.

კიჯიმას ”შავი ქვრივი” ეწოდა იმ მდედრი ობობას სახელის მიხედვით, რომელიც შეწყვილების შემდეგ პარტნიორს ჭამს. მისმა საქმემ იაპონიაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მედია გადმოსცემს, რომ სასამართლო პროცესზე დასწრების მსურველთა რიცხვი 1000-სს აჭარბებდა.

 

კომენტარები