საუდის არაბეთის ერთ-ერთ პროვინციაში სისრულეში მოიყვანეს სასიკვდილო განაჩენი, რომელიც ადგილობრივ მკვიდრს ჯადოქრობისთვის მიუსაჯეს. ამინ ბინტ აბდულხალიმ ნასერი დაისაჯა ”იმქვეყნიერი ძალებით” სარგებლობისთვის, მას თავი მოკვეთეს. ეს ინფორმაცია უცხოურმა სააგენტოებმა პროვინციის პოლიციაზე დაყრდნობით გაავრცელეს. ადგილობრივი პოლიციის ცნობითვე, 60 წელს გადაცილებული ქალბატონი ადამიანებს არწმუნებდა, რომ დაავადებებისგან მათი განკურნება შეეძლო, ამაში კი ფულს იღებდა.
საუდის არაბეთში სისხლის სამართალი მკაცრ რელიგიურ ნორმებს ეფუძნება. იქ ფართოდ გამოიყენება სიკვდილით დასჯა. საუდის არაბეთში მომხდარს გამოეხმაურნენ უფლებადამცველ ორგანიზაციაში Amnesty International და მას ”შემაძრწუნებელი ” უწოდეს.
საერთაშორისო უფლებადამცველები საუდის არაბეთის ხელისუფალთ ამაოდ მოუწოდებენ ქვეყანაში გამოცხადდეს მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე.




