აშშ-საქართველოს ურთიერთობები

ვიდეოკონფერენცია საქართველო - აშშ-ს შორის

 12 აპრილს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში შედგა ვიდეოკონფერენცია თბილისი-ვაშინგტონი,   ქართული ოპოზიციის ლიდერებისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მონაწილეობით. ამ ვიდეოკონფერენციაზე ქართული ოპოზიცია წარმოადგინეს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარემ გიორგი თარგამაძემ, ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ,  კოალიციიდან „ქართული ოცნება“ დავით უსუფაშვილმა ( რესპუბლიკური პარტია) და ირაკლი ალასანიამ (თავისუფალი-დემოკრატები)

 ვაშინგტონიდან ვიდეოკონფერენციაში ჩაერთენ  სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის საერთაშორისოგანვითარების სააგენტოს ოფიციალური პირები.   ვიდეო-ხიდმა საქართველოში აშშ-ის საელჩოში 1 საათს გასტანა, მისი დასრულების შემდeგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს კომენტარები კონფერენციაზე წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით

კომენტარები