პარლამენტი

ცვლილებები კანონში სახელმწიფო პენსიის შესახებ

პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, რომ საპენსიო პაკეტში მამაკაცების დაზღვევა 60 წლიდან იყოს გათვალისწინებული. ანიკაშვილმა კარდიო და ონკოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებით არსებული პროგრამების შენარჩუნებაც მოითხოვა.

"საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტის განხილვას, რომელიც "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებსა და დამატებებს ითვალისწინებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილიც ესწრებოდა. მისი განცხადებით, 60-65 წლამდე მამაკაცები სახელმწიფოს დახმარების მიღმა არ დარჩებიან და მათ დახმარებას სახელმწიფოს რეფერალური დახმარება მოიცავს.

ქალებისთვის საპანსიო ასაკი 60 წლიდან იწყება, ხოლო მამაკაცებისთვის 65 წლიდამ.

საქართველოს პარალმენტმა მეორე მოსმენით მიიღო შესწორებები კანონში „პენსიების შესახებ“, ცვლილებების თანახმად პენსიონრები 67 წლის ზემოთ 1 სექტემბრიდან მიიღებენ საპენსიო დანამატს და უზურინველყოფილი იქნება მათი სამედიცინო დაზღვევა.

 

კომენტარები