სახალხო დამცველი

გიორგი ტუღუშმა უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. ამ ლექციისას მან ყურადღება გაამახვილა 2011 წლის  ანგარიშზე და მასში მოყვანილ ფაქტებზე. გიორგი ტუღუში სტუდენტებს ესაუბრა სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მისი ოფისის წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ მონიტორინგზე, პრობლემეზე სასჯელაღსრულების სისტემაში, სასამართლოს ხარვეზებზე და ა.შ.

ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტსა და სახალხო დამცველის ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები სახალხო დამცველის ოფისში პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ.

 

კომენტარები