პრეზიდენტი

სააკაშვილმა სამხედრო-მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები დააჯილდოვა

საგანგებოდ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის დღეს დაამთხვია საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა, ამას სააკაშვილმა თავად გაუსვა ხაზი შეხვედრაზე წარმოთქმულ სიტყვაში.

„უიმედო სიტუაციის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა 9 აპრილს დაამტკიცა, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში თავისუფლების იდეა ყველაზე მძლავრი იდეაა და ის ყოველთვის გაიმარჯვებს; რომ ეს ერი არასდროს აღარ იცხოვრებს მონობაში და არასდროს აღარ იქნება სხვისი მსახური.”-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მან ყურადღება რუსეთის აგრესიაზეც გაამახვილა , 2008 წლის აგვისტო გაიხსენა, კერძოდ, დაბომბვის საფრთხის ქვეშ პარლამენტის შენობის წინ გამართული ხალხმრავალი მიტინგი და თქვა: „გამოწვევისა და საფრთხის წინაშე თავი არავის დაუხრია - ეს იყო ხალხის აღმაფრენის უმაღლესი მწვერვალი.“

პრეზიდენტმა საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისათვის 25 სამხედრო-მოსამსახურე და ოთხი სამოქალაქო პირი დააჯილდოვა, რომელთა შორის პირველი ქართული საბრძოლო მანქანების შექმნის ინიციატორები და უშუალო მონაწილეები იყვნენ.

 

კომენტარები