პრეზიდენტი

მესტია და სტეფანწმინდა ყველაზე სწრაფადგანვითარებადი ადგილებია საქართველოში

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სტეფანწმინდაში, დეკემბერში გახსნილი სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა. ამასთან, ის ახალი ქართული ბრენდის „რუმს ჰოტელის“ მორიგი სასტუმროს „რუმს ყაზბეგის“ მშენებლობის პროცესით დაინტერესდა. სასტუმრო პირველ დამსვენებელს ივნისიდან მიიღებს.

მიხეილ სააკაშვილი ყაზბეგის მოსახლეობასაც შეხვდა და მათ რეგიონის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მოსახლეობასთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ  წლის ბოლოს დაიწყება გვირაბის მშენებლობა, რომელიც სტეფანწმინდას დანარჩენ საქართველოსთან დააკავშირებს. ”საუბარია გვირაბზე, რომლითაც თბილისიდან სტეფანწმინდამდე გზას საათნახევარი დასჭირდება,"- განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე სიტყვებით” "საქართველოს გეოგრაფია ძალიან შეიცვალა. ბოლო წლებში ყველაზე მიტოვებული ადგილები მესტია და ყაზბეგი იყო, ახლა კი ესენი არის ყველაზე სწერაფადგანვითარებადი ადგილები საქართველოში.”

ქვეყნის პირველი პირი ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტსაც ესტუმრა.

 

კომენტარები