აშშ-საქართველოს ურთიერთობები

ტუბერკულოზთან ბრძოლის პროგრამა

დღეს სასტუმრო ,,რედისონში’’ ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი პროგრამის, ,,როგორ დავიცვათ თავი ტუბერკოლოზისგან’’ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გახსნა. ღონისძიებას საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი და აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ესწრებოდნენ.

პროექტი ,,როგორ დავიცვათ თავი ტუბერკულოზისგან’’ საქართველოს მთავრობისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება. ,,ტუბერკულოზის ადრეული გამოვლენისა და მკურნალობის სფეროში სახელმწიფო ახორციელებს პროგრამას, რომლის შედეგადაც საქართველოში ამ დაავადების გარშემო არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდა. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, საერთაშორისო პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით მუშაობს გლობალური ფონდი და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას უკვე შემოუერთდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოც. ჩვენთვის მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება მისასალმებელი და სასიხარულოა.’’-განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღესდღეობით საქართველოში ტუბერკულოზით 6 ათასი ადამიანია ინფიცირებული. პროექტის მიზანია ტუბერკოლოზის შემთხვევების ადრეული გამოვლენის საფუძველზე, დაავადებულთა რიცხვის 85 % -ით შემცირება.

 

კომენტარები