ტექნოლოგიები

ოქტავია - რობოტი მაღალი ხელოვნური ინტელექტით

აშშ-ში არსებულმა Naval Research Laboratory - ის სპეციალისტებმა რობოტი შექმნეს, რომელსაც ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი აქვს. რობოტი სახელად ოქტავია ამერიკელების მიერ წამოწყებული „ავტონომიური რობოტების“ პროექტის ნაწილია. პროექტის ფარგლებში, ლაბორატორიის მეცნიერები ისეთ ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობენ, რომელიც რობოტებს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ ადამიანების მითითებები შეასრულონ, არამედ დამოუკიდებლადაც გადაჭრან რთული დავალებები.

ახლადშექმნილი რობოტის გამოსაცდელად, რომლის ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანი დიდი მეტყველი თვალებია, ალში გახვეული ოთახი მოამზადეს. პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, ექსპერიმენტამდე რობოტისათვის არანაირი მითითება არ მიუციათ. იგი უბრალოდ შეიყვანეს ოთახში, სადაც ცეცხლი იყო.

გარკვეული დროის განმავლობაში ოქტავია თვალს ადევნებდა ალს. შემდეგ მან  ცეცხლსაქრობი მოწყობილობით  ცეცხლი ჩააქრო.

ლაბორატორიის ხელმძღვანელების განცხადებით, უახლოეს მომავალში მათ მიერ შექმნილი რობოტების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც იქნება შესაძლებელი. 

კომენტარები