საქართველოს სომეხთა სათვისტომომ თბილისის მერიას და საკრებულოს თხოვნით მიმართა -ნებართვა გასცენ ქალაქში 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას მიძღვნილი მემორიალის დასადგმევად.
„სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები წარმოვადგენთ რაოდენობით მეორე, ხოლო ქ.თბილისში პირველ ეროვნულ უმცირესობას და დღემდე არ გვაქვს ქვეყნის დედაქალაქში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისთვის მიძღვნილი რომელიმე ძეგლი-სიმბოლო. ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერნი, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა - ნება დაგვრთოთ და ქ.თბილისში გამოგვიყოთ შესაბამისი ტერიტორია 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმიმიძღვნილი მემორიალის დადგმისთვის,” - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერენ „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ , „სომეხთა სათვისტომოს სტუდენტურიასოციაცია“, „სომეხთა სათვისტომოს ახალგაზრდული კავშირი“ და „საქართველოს სომეხთა სათვისტომოსმოზარდთა კავშირი“.




